ისრაელის თავდაცვის ძალები: საჰაერო ძალებმა ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის ბუნკერი გაანადგურა

06.03.26 17:52
ისრაელის თავდაცვის ძალები: საჰაერო ძალებმა ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის ბუნკერი გაანადგურა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ბუნკერი გაანადგურა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათი ცნობით, ბუნკერი ცენტრალურ თეირანში ირანის “ხელმძღვანელობის კომპლექსის“ ქვეშ მდებარეობდა.

მათი განცხადებით, ისრაელის 50-მდე ავიაგამანადგურებელმა დაახლოებით 100 ბომბი ჩამოაგდო.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ „ბუნკერს ირანის რეჟიმის სხვა მაღალი თანამდებობის პირები იყენებდნენ“.

მსგავსი სიახლეები