ისრაელის თავდაცვა: ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

07.03.26 10:05
ისრაელის თავდაცვა: ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

სარაკეტო საფრთხის ფონზე თელ-ავივსა და ცენტრალური ისრაელის სხვა ნაწილებში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.

თავდაცვის ძალების თქმით, ირანიდან გაშვებული რაკეტები თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

მათივე ცნობით, შუაღამის შემდეგ ირანმა ბალისტიკური რაკეტების მეხუთე ტალღა გაუშვა.