მედია: რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

07.03.26 10:24
მედია: რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

3 დაღუპული და 10 დაშავებული - უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა.

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დარტყმის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნაწილი ჩამოინგრა და მეზობელი შენობა დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა დარტყმა ბალისტიკური რაკეტის მეშვეობით განახორციელეს.

მსგავსი სიახლეები