ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 3000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

07.03.26 10:39
ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 3000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფრომაციით, აშშ-მა ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 3000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში ირანის ბალისტიკური რაკეტების საცავებსა და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამეთაურო ცენტრებს დაარტყეს - ასევე სარაკეტო დარტყმების შედეგად 43 ირანული გემი „დაზიანდა ან განადგურდა“.

მათივე განცხადებით, დარტყმების განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება „იმ ადგილებს, რომლებიც გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენენ“ და მიზანი „ირანის რეჟიმის უსაფრთხოების აპარატის ჩამოშლაა“.