FOX NEWS-ის ინფორმაციით, აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩასართავად ემზადება

07.03.26 10:58
FOX NEWS-ის ინფორმაციით, აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩასართავად ემზადება

ამერიკა ირანში სამხედრო ოპერაციის ჩასართავად ემზადება - FOX NEWS-ის ინფორმაციით უკვე მზადდება მე-3 ავიამზიდის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გაგზავნა.

რაც შეეხება გუშინდელ ღამეს ირანში - მთელი ღამის განმავლობაში თეირანში აფეთქებების ხმები ისმოდა. იერიში მიიტანეს მეჰრებადის საერთაშორისო აეროპორტისკენაც.  მედია წერს, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელთა სამიზნე ახლომდებარე სამხედრო ობიექტები იყო.

გვიან ღამით ისრაელის ავიაციამ ბომბები ჩამოყარა დასავლეთ ირანშიც. განადგურებულია,  ქალაქ საკეზში მდებარე ირანის დაზვერვის სამსახურის ბაზა.

"დღეს ღამით ჩვენი ყველაზე მასშტაბური დაბომბვის კამპანია გაიმართება -  ვაშინგტონში  უკვე დაანონსეს, რომ მომდევნო საათებში  ირანის რაკეტების გამშვებ სისტემებს და რაკეტების მწარმოებელ ქარხნებს ყველაზე მეტ დარტყმას მიაყენებენ. ცენტრალური სარდლობის  ინფორმაციით, ირანის მასშტაბით 3000-ზე მეტ სამიზნეს უკვე დაესხნენ თავს, ომის პირველ ფაზაში კი 43 ირანული საზღვაო ხომალდი დაზიანდა ან განადგურდა.