მედია: ირანმა დუბაის აეროპორტს დაარტყა

07.03.26 12:29
მედია: ირანმა დუბაის აეროპორტს დაარტყა

დუბაიზე შეტევა გრძელდება - მედიის ინფორმაციით, ირანულმა ძალებმა, კამიკაძე დრონით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტს დაარტყეს.

The Times of Israel-ი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანული დრონი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

შეტევის გამო აეროპორტი დაიხურა. 

აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებით, ფრენები მგზავრების, პერსონალისა და ეკიპაჟების უსაფრთხოების გამო მიიღეს.