კომპანიები უმაღლესი კლასის იარაღის წარმოების გაოთხმაგებას დათანხმდნენ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იარაღის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა - შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ ტრამპა Truth Social-ზე დაწერა, იარაღის მწარმოებელი ამერიკული კომპანიები წარმოების გაზრდას დათანხმდნენ.
„ისინი უმაღლესი კლასის იარაღის წარმოების გაოთხმაგებას დათანხმდნენ. ჩვენ საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის საბრძოლო მასალის შეუზღუდავი მარაგი გვაქვს, რომელსაც ირანში ვიყენებთ და ვენესუელაშიც გამოვიყენეთ. მიუხედავად ამისა, შეკვეთა ამ დონეზეც გავზარდეთ“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.