ისრაელის განცხადებით, ბეირუთში „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურებზე მიზანმიმართული დარტყმა მიიტანეს

08.03.26 10:16
ისრაელის განცხადებით, ბეირუთში „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურებზე მიზანმიმართული დარტყმა მიიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალი რანგის მეთაურების წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

ისრაელის სამხედროების თქმით, სამიზნე იყო „ყუდსის ძალების“ ლიბანის კორპუსის წევრები, რომლებიც ლიბანის ტერიტორიიდან მოქმედებდნენ და „ისრაელისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტულ გეგმებს ამზადებდნენ“.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ირანის ტერორისტული რეჟიმი სისტემატურად იყენებს როგორც ირანის, ისე ლიბანის მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად საკუთარი მიზნების მისაღწევად“.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბეირუთის ცენტრში მდებარე სასტუმროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები