ისრაელმა ირანში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა – The Times of Israel

08.03.26 11:33
ისრაელმა ირანში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა – The Times of Israel

7 მარტს, საღამოს ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ, წყაროებზე დაყრდნობით, ირანული რესურსი Shafaq წერს.

ისრაელის გამოცემა The Times of Israel იუწყება, რომ დარტყმები ნავთობის სამ რეზერვუარზე განხორციელდა, რომელთაგან ნაწილი თეირანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტევის სამიზნე გახდა ირანის დედაქალაქის მახლობლად მდებარე ობიექტიც. მთლიანობაში დარტყმები განხორციელდა თეირანის რაიონებში — კუხაკსა და შაჰრანში, ასევე მეზობელ ქალაქ კარაჯში მდებარე ნავთობის საწყობებზე.

შეტევის შედეგად ძლიერი ხანძრები გაჩნდა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებშიც, როგორც ირწმუნებიან, ისრაელის დარტყმების შედეგებია ასახული.