"დარწმუნებული ვარ, ღირსეულად განაგრძობთ თქვენი მამის საქმეს" - პუტინის მილოცვა ირანის ახალ უმაღლეს ლიდერს

09.03.26 16:07
"დარწმუნებული ვარ, ღირსეულად განაგრძობთ თქვენი მამის საქმეს" - პუტინის მილოცვა ირანის ახალ უმაღლეს ლიდერს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირანის ახალ უმაღლეს ლიდერს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის გააძლიეროს თანამშრომლობა თეირანთან და მხარდაჭერა გამოუცხადოს „ირანელ მეგობრებს“. ამის შესახებ The Times of Israel წერს. 

რუსეთის ლიდერმა მილოცვის წერილში აღნიშნა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია რუსეთსა და ირანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებით. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაგრძელდება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი და ირანი პარტნიორულ ურთიერთობებს მომავალშიც გააძლიერებენ და რეგიონულ საკითხებზეც კოორდინაციას გააგრძელებენ.

პუტინის განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია და თეირანის ურთიერთობები დასავლეთთან და ისრაელთან რთულ ფაზაში რჩება.

მსგავსი სიახლეები