NATO-ს საჰაერო თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანიდან გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო - განცხადება
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში განლაგებულმა NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული და თურქეთის საჰაერო სივრცეში შესული ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევები ქალაქ გაზიანთეფის სიახლოვეს, დაუსახლებელ მიწაზე ჩამოვარდა.
ანკარა თეირანს აფრთხილებს, რომ თურქეთის ტერიტორიის ან საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.
"თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობლებთან კარგ ურთიერთობებსა და რეგიონულ სტაბილურობას. თუმცა, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ყველა საჭირო ზომა გადაჭრით და უყოყმანოდ იქნება მიღებული ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე ვიმეორებთ, რომ ყველას ინტერესშია, ამ საკითხში თურქეთის გაფრთხილებებს მოუსმინონ." - აცხადებს თურქული მხარე.