რუსული მედია: ტრამპი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
კრემლის პრესსპიკერის, იური უშაკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები TASS და RIA Novosti ავრცელებენ.
იური უშაკოვის ცნობთ, საუბარი აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
მხარეებმა სატელეფონო საუბრის დროს ირანისა და უკრაინის საკითხები განიხილეს.
გამოცემების ცნობით, უშაკოვმა აღნიშნა, რომ საუბარი "საქმიანი, გულწრფელი და კონსტრუქციული" იყო.