ირანს მოლაპარაკებების ინტერესი არ აქვს - ისმაილ ბაღაი

10.03.26 09:43
ირანს მოლაპარაკებების ინტერესი არ აქვს - ისმაილ ბაღაი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ თეირანს მოლაპარაკებების ინტერესი არ აქვს მანამ, სანამ ქვეყანა სამხედრო თავდასხმის ქვეშ იმყოფება. მისი თქმით, მიმდინარე აგრესიის პირობებში თითქმის არ რჩება სივრცე დიალოგისთვის და ერთადერთი საკითხი, რაზეც ირანი ფიქრობს, არის „გადამწყვეტი პასუხი“.

ირანს მოლაპარაკებების ინტერესი არ აქვს, ვიდრე თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ვიდრე სამხედრო აგრესია გრძელდება, თითქმის არ რჩება სივრცე რაიმეზე საუბრისთვის, გარდა გადამწყვეტი პასუხისა. ირანელი ხალხისთვის ქვეყნის რუკა წარმოადგენს ყველაფერს, რითიც ყველა ირანელი ამაყობს და მზადაა, სიცოცხლე გასწიროს მის დასაცავად, - განაცხადა ბაღაიმ. 
 

მსგავსი სიახლეები