ბევრი სიურპრიზი გვაქვს მომზადებული - არაღჩი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების დაწყებიდან ცხრა დღეში ნავთობის ფასები უკვე გაორმაგდა და გლობალურ ბაზრებზე სხვა საქონლის ფასებიც მკვეთრად იზრდება.
მისი თქმით, თეირანში მიაჩნიათ, რომ აშშ ირანის ნავთობისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავს, თუმცა ირანი „სრულად მზად არის“ და მოწინააღმდეგისთვის „ბევრი სიურპრიზი აქვს მომზადებული“.
ოპერაცია „ეპიკური შეცდომის“ დაწყებიდან ცხრა დღეში ნავთობის ფასები გაორმაგდა, ხოლო ყველა სხვა საქონლის ფასი მკვეთრად იზრდება. ჩვენ ვიცით, რომ აშშ გეგმავს შეთქმულებას ჩვენი ნავთობისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ იმ იმედით, რომ შეაკავებს უზარმაზარ ინფლაციურ შოკს. ირანი სრულად მზად არის და ჩვენც ბევრი სიურპრიზი გვაქვს მომზადებული, - განაცხადა არაღჩიმ.