"ომის დასასრულს ჩვენ განვსაზღვრავთ" - ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი"
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დასრულების დრო და პირობები თეირანის ხელშია. კორპუსის განცხადებით, რეგიონში არსებული სამხედრო ვითარება ირანის შეიარაღებული ძალების მიერ განისაზღვრება და არა აშშ-ის მიერ.
„ჩვენ განვსაზღვრავთ ომის დასასრულს. რეგიონის მომავალი სტატუსი ახლა ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელშია, ომს ამერიკული ძალები არ დაასრულებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ირანში აცხადებენ, რომ თუ აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან თავდასხმები გაგრძელდება, თეირანი არ დაუშვებს რეგიონიდან ნავთობის ექსპორტს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი მალე დასრულდება, თუმცა მისი თქმით, თუ დაპირისპირება განახლდება, ირანი კიდევ უფრო ძლიერ სამხედრო დარტყმას მიიღებს.