დნეპრზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა
რუსეთის მიერ განხორციელებული დრონებით შეტევის შედეგად უკრაინის ქალაქ დნეპრში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და ბანკის შენობა დაზიანდა. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას ინფორმაციით, თავდაპირველად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბავშვი.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაშავებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. დნეპრის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სულ მცირე რვა მრავალსართულიანი სახლი და ასობით ფანჯარაა ჩამსხვრეული. ადგილზე მიმდინარეობს ზარალის დაზუსტება და დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევა.