ირანი: ქვეყნები, რომლებიც აშშ-ისა და ისრაელის ელჩებს გააძევებენ, ორმუზის სრუტეში თავისუფალ გადაადგილებას მიიღებენ

10.03.26 10:17
ირანი: ქვეყნები, რომლებიც აშშ-ისა და ისრაელის ელჩებს გააძევებენ, ორმუზის სრუტეში თავისუფალ გადაადგილებას მიიღებენ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ნებისმიერი არაბული ან ევროპული ქვეყანა, რომელიც საკუთარი ტერიტორიიდან ისრაელისა და აშშ-ის ელჩებს გააძევებს, 10 მარტიდან ორმუზის სრუტეში შეუზღუდავ გადაადგილებას მიიღებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემა ირანის სახელმწიფო მაუწყებელ IRIB-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ასეთ ქვეყნებს სტრატეგიულ საზღვაო გზაზე ტრანზიტის „სრული უფლება და თავისუფლება“ ექნებათ, თუ ისინი დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტენ როგორც ისრაელთან, ისე შეერთებულ შტატებთან.

სტატიის მიხედვით, აშშ-ისა და ისრაელის ომმა ირანთან ნავთობის ფასების ზრდა ორ მთავარ ფაქტორს უკავშირდება: ორმუზის სრუტის თითქმის სრულ დახურვას და ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მოპოვების შენელებას.

„მსოფლიო ნავთობის მიწოდების თითქმის მეხუთედი სწორედ ამ 21 მილის სიგანის ვიწრო საზღვაო არტერიით გადის, რომელიც ახლა გლობალური ბაზრებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და „მაღალი რისკის მქონე სტრატეგიულ ვიწრო გასასვლელად იქცა“, – აღნიშნულია სტატიაში.

მსგავსი სიახლეები