თურქეთის თავდაცვის უწყება: ირანიდან ბალესტიკური რაკეტების გაშვების ფონზე NATO თურქეთში Patriot-ის სისტემას განათავსებს

10.03.26 12:08
თურქეთის თავდაცვის უწყება: ირანიდან ბალესტიკური რაკეტების გაშვების ფონზე NATO თურქეთში Patriot-ის სისტემას განათავსებს

ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების შემდეგ ნატო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა მალათიის პროვინციაში განთავსდება, სადაც ნატო-ს ქურეჯიქის სარადარო ბაზაც მდებარეობს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების ზომებთან ერთად ალიანსი რეგიონში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობებსაც აძლიერებს.

ცნობისთვის, წინა დღეს ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეირანს „პროვოკაციული ნაბიჯებისგან“ თავშეკავებისკენ მოუწოდა.