ანტონიო კოშტა: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია

10.03.26 14:26
ანტონიო კოშტა: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რუსეთი სარგებლობს. ამის შესახებ ანტონიო კოშტამ ბრიუსელში, ევროკავშირის დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.

კოშტას თქმით, მიმდინარე კონფლიქტმა მსოფლიო ყურადღება უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთისკენ გადაიტანა, რაც კრემლისთვის დამატებითი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის წყაროდ იქცა.

„ჯერჯერობით ამ ომში მხოლოდ ერთი გამარჯვებულია და ეს რუსეთია. ის ენერგორესურსებზე ფასების ზრდის გამო უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად ფინანსურ რესურსებს იღებს. ის სარგებლობს იმით, რომ სამხედრო შესაძლებლობების სხვაგან გადატანა ხდება, მათი უკრაინაში გაგზავნის ნაცვლად“, - განაცხადა კოშტამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვა უნდა გააგრძელოს და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილოს.

„თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვა ბომბებით არ მიიღწევა. მათ მხოლოდ საერთაშორისო სამართალი იცავს. დამატებითი ესკალაცია თავიდან უნდა ავიცილოთ“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები