"ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ“ - ლარიჯანი ტრამპს

10.03.26 16:03
"ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ“ - ლარიჯანი ტრამპს

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაცრ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შესაძლო შეჩერებას შეეხებოდა. ლარიჯანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანი მუქარებს არ შეუშინდება.

ირანელ ხალხს თქვენი ფუჭი მუქარის არ ეშინია. ირანელი ხალხის განადგურება თქვენზე ძლიერებმაც ვერ შეძლეს. ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ“, - წერს ლარიჯანი X-ზე.

ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება, შეერთებული შტატები მას „ოცჯერ უფრო ძლიერად“ დაარტყამს, ვიდრე აქამდე.

ტრამპის თქმით, აშშ მზად არის გაანადგუროს ირანის ის ობიექტები, რომლებიც სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვან სამიზნეებად ითვლება და რომლებიც, მისი შეფასებით, „ადვილად განადგურებადია“, რაც ირანის სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების აღდგენას მნიშვნელოვნად გაართულებს.