ირანის რეჟიმის კიდევ ერთი გავლენიანი მეთაური ლიკვიდირებულია

10.03.26 17:14
ირანის რეჟიმის კიდევ ერთი გავლენიანი მეთაური ლიკვიდირებულია

ირანის რეჟიმის კიდევ ერთი გავლენიანი მეთაური ლიკვიდრებულია - დღეს ე.წ. ბასიჯის მეთაური ასადულა ბადფარი ისრაელის საჰაერო ძალების თავდასხმას ემსხვერპლა. ინფორმაციას ირანული ოფიციალური წყაროებიც ადასტურებენ.

ის მეექვსე სამხედრო ლიდერია ალი ხამენეის გარდა, რომელიც ისრაელის და აშშ-ს ერთობლივი იერიშის შედეგად განადგურდა. 

  • „ბასიჯი“ ირანის რეჟიმის მთავარი შიდა გასამხედროებული დაჯგუფებაა. ის აიათოლა ხომეინიმ 1979 წელს დააფუძნა- ორგანიზაცია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაქვემდებარებაშია და წარმოადგენს რეჟიმის ერთგული პირებისგან ქვეყნის მასშტაბით გაშლილ  ქსელს. მას იყენებენ პროტესტის ჩასახშობად, რეჟიმის იდეოლოგიის გასავრცელებლად და მოსახლეობის გასაკონტროლებლად.

პარალელურად ცეცხლის ალშია გახვული თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და ბასიჯის სამხედრო ობიექტები, იარაღის მწარმოებელი ქარხნები და ნავთობსაცავები, რომლებსაც ისრაელის ავიაგამანადგურებელებით ბომბავენ.

მსგავსი სიახლეები