რუსებმა ხარკოვში სამოქალაქო ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა

11.03.26 12:22
რუსებმა ხარკოვში სამოქალაქო ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა

რუსებმა ხარკოვში სამოქალაქო ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, თადდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც. 

„შევჩენკოვსკის რაიონში მტრის დრონის დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს: სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები და ეროვნული პოლიცია. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ“.

ხარკოვის მერმა განმარტა, რომ თვითმფრინავი სამოქალაქო საწარმოს შეეჯახა. „ამ დროისთვის ცნობილია ორი ადამიანის დაღუპვისა და ხუთი დაშავების შესახებ“, - იტყობინება ტერეხოვი.

სინეგუბოვის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია და ექიმები ყველა საჭირო დახმარებას უწევენ.

მსგავსი სიახლეები