ირანის პრეზიდენტის შვილი: ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა

11.03.26 12:32
ირანის პრეზიდენტის შვილი: ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა

ომის დროს მიღებული დაზიანებების მიუხედავად, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა, — ამის შესახებ ირანის მთავრობის მრჩეველმა და პრეზიდენტის ვაჟმა, იუსეფ პეზეშკიანმა, განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მეგობრებს დაუკავშირდა და მიიღო პასუხი, რომ ხამენეის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, მოჯტაბა ხამენეი საზოგადოებაში ჯერ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც იგი ირანის უზენაეს ლიდერად აირჩიეს.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, იგი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების პირველ დღეს დაშავდა.

მსგავსი სიახლეები