ირანში სამხედრო ობიექტები დაიბომბა - სამიზნეში იყო მეჰრაბადის აეროპორტიც

11.03.26 12:35
ირანში სამხედრო ობიექტები დაიბომბა - სამიზნეში იყო მეჰრაბადის აეროპორტიც

გასულ ღამეს ირანის რამდენიმე ქალაქზე მასშტაბური ავიადარტყმების სერია განხორციელდა, მათ შორის თეირანში, შირაზსა და ქარაჯში. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბილია ასობით სამხედრო სამიზნე.

კადრები შეზღუდულად ვრცელდება, რადგან ირანში ინტერნეტის მუშაობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე იყო თეირანის მეჰრაბადის აეროპორტი, რომელსაც ისრაელის საჰაერო ძალებმა დაარტყეს.

მსგავსი სიახლეები