აშშ-მა ორმუზის სრუტის რაიონში ირანის ათზე მეტი ხომალდი გაანადგურა

11.03.26 13:38
აშშ-მა ორმუზის სრუტის რაიონში ირანის ათზე მეტი ხომალდი გაანადგურა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა სამხედროებმა ორმუზის სრუტის რაიონში რამდენიმე ირანული სამხედრო-საზღვაო ხომალდი გაანადგურეს. შესაბამისი ვიდეომასალა CENTCOM-მა სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.

სარდლობის განცხადებით, 10 მარტს ამერიკულმა ძალებმა ირანის საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდი გაანადგურეს, მათ შორის 16 ნაღმდამგები კატერი, რომლებიც ორმუზის სრუტის მახლობლად მოქმედებდნენ.

ინფორმაცია ვრცელდება მას შემდეგ, რაც დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ირანმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. CBS News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტის, ჯენიფერ ჯეიკობსის ცნობით, საუბარია კატერებით განხორციელებულ შეზღუდულ დანაღმვაზე, რომლებიც ერთდროულად 2–3 საზღვაო ნაღმის გადატანას შეძლებენ.

ამავე ცნობით, თეირანის არსენალში შესაძლოა იყოს 2000-დან 6000-მდე საზღვაო ნაღმი, ირანული, ჩინური და რუსული წარმოების.

მანამდე ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორმუზის სრუტით გემების გადაადგილებას დაუშვებს, თუმცა ერთ პირობას აყენებს — ქვეყნებმა, რომლებიც სრუტის გამოყენებას გეგმავენ, უნდა გააძევონ აშშ-ისა და ისრაელის ელჩები.