განაგრძეთ გაფიცვა და არ გამოცხადდეთ სამსახურებში - რეზა ფეჰლევის მიმართვა ირანელ ხალხს
ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრე რეზა ფეჰლევი მოქალაქეებს გაფიცვების გაგრძელებისა და ქუჩებიდან გასვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქვეყანა ახლა „ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა“.
ფეჰლევი ასევე სამხედროებსა და სამართალდამცავებსაც მიმართავს, დატოვონ მჩაგვრელი სისტემა და ხალხს შეუერთდნენ.
ჩვენ ახლა ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე ვართ. მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მალე უზრუნველყოთ აუცილებელი მარაგი და თქვენივე უსაფრთხოებისთვის გახვიდეთ ქუჩებიდან და დარჩეთ სახლებში. განაგრძეთ გაფიცვა და არ გამოცხადდეთ სამსახურებში. განაგრძეთ თქვენი ღამის შესაძახილები თქვენი ერთიანობის საჩვენებლად.
მივმართავ სამხედრო და სამართალდამცავ ძალებს, ეს თქვენი ბოლო შანსია, გამოხვიდეთ ჩაგვრის ძალებისგან და შეუერთდეთ თქვენს ხალხს, - განაცხადა რეზა ფეჰლევმა.