ჰორმუზის სრუტე ნაღმების ველად იქცა- ირანის მუქარა და ამერიკა/ისრაელის პასუხი
ჰორმუზის სრუტე ნამდვილ ნაღმების ველად იქცა. ეს არის ადგილი, სადაც ირანმა შტატებს უხილავი ომი გამოუცხადა და სტრატეგიული გზები დანაღმა. სანამ ირანული ნაღმები სავაჭრო გემებსა და ნავთობტანკერებს წყლის ქვეშ უსაფრდება, ამერიკულიიავიაცია საპასუხო დარტმაზე გადადის. 16 ირანული დამნაღმველი გემი ცენტრალურმა სარდლობამ სწორედ დღეს დაბომბა.
ამერიკულმა ავიაციამ 5500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. დღეს მასობრივი აფეთქება იყო თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში. ამერიკული დატყმები ყოველდღიურად ძლიერდება. რამდენიმე საათის წინ , ამერიკულმა ავიაციამ რევოლუციის გუშაგთა კორპუსუსს საბრძოლო მასალის დიდი საწყობი გაანადგურა. გუშაგთა კორპუსის გენერალი კი ამტკიცებს, რომ ირანის საპასუხო დარტყმებიც გაძლიერდება.
მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმის საბრძოლო შესაძლებლობებს ამერიკისა და ისრაელის ავიაცია მიწასთან ასწორებს, რევოლუციის გუშაგთა კორპუსი საპასუხოდ მეზობლებს ბომბავს. ირანმა მეზობელ ომანში უმსხვილესი ნავთობსაცავი დაბომბა და რაკეტები დუბაის საერთაშორისო აეროპორტშიც ჩამოაგდო. დაშავდა 4 ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალებს იერიში ორ ფრონტზე მიაქვს. ირანთან ერთად, ნეთანიაჰუს რეჟიმი ბომბავს ცენტრალურ ბეირუთსაც. გარდიანი წერს, რომ ისრაელმა ერთ-ერთ მარალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ნეთანიაჰუ ამ მოვლენას ისტორიულ შანსს უწოდებს და ირანის მოსახლეობას მოუწოდებს, რეჟიმის შესაცვლელად ეს შანსი გამოიყენონ.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.