"ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები... ომი მალე დასრულდება" - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები. ამის შესახებ მან Axios-სთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
ტრამპის თქმით, სწორად იმიტომ, რომ მიზანში ამოსაღები თითქმის არაფერი დარჩა, ირანში ომი მალე დასრულდება.
ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები - მხოლოდ მცირე სამიზნეები აქა-იქ. ირანთან ომი მალე დასრულდება," - განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში "ომი შესანიშნავად მიმდინარეობს" და მათ მეტი ზიანი მიაყენეს ირანს, ვიდრე შესაძლოდ თვლიდნენ.
ომი შესანიშნავად მიდის. მნიშვნელოვნად ვუსწრებთ გრაფიკს. მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე შესაძლოდ ვთვლიდით პირველი ექვსი კვირის განმავლობაშიც კი. [...]
ისინი ახლო აღმოსავლეთის დანარჩენი ნაწილის დაპყრობას ცდილობდნენ. ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის, რომელიც გამოიწვიეს. ეს ანგარიშის გასწორებაა," - თქვა ტრამპმა.