გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე: აღმოსავლეთში კონფლიქტი მსოფლიოში ჰუმანიტარულ ოპერაციებს აფერხებს

11.03.26 20:49
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე: აღმოსავლეთში კონფლიქტი მსოფლიოში ჰუმანიტარულ ოპერაციებს აფერხებს

ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ტომ ფლეტჩერი ამბობს, რომ აღმოსავლეთში კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მიწოდების ჯაჭვებს და მთელ მსოფლიოში აფერხებს ჰუმანიტარულ ოპერაციებს. 

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეში შეფერხებამ შესაძლოა პირდაპირი გავლენა იქონიოს სუბსაჰარულ აფრიკაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე.

შეშფოთებული ვარ საკვების ფასებზე, ენერგეტიკის ფასებზე… შეშფოთებული ვარ, რომ შემდგომი ესკალაცია დააზიანებს მიწოდების სხვა მარშრუტებს…

ამ ყველაფერს პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებებზე, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების სივრცეებში სუბსაჰარულ აფრიკაში. მაგრამ უფრო ფართოდ, ეს ფასებს ზრდის და უფრო მეტ ხალხში ზრდის გაჭირვებას”, - აცხადებს ფლეტჩერი. 

მსგავსი სიახლეები