გაეროს უშიშროების საბჭო ირანის თავდასხმებს გმობს და მათ დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

12.03.26 10:14
გაეროს უშიშროების საბჭო ირანის თავდასხმებს გმობს და მათ დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების და იორდანიის წინააღმდეგ ირანის თავდასხმებს გმობს და თეირანს მათ დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

15-წევრიან საბჭოში რეზოლუციას მხარი 13-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო ჩინეთმა და რუსეთმა კენჭისყრისას თავი შეიკავეს.

დოკუმენტი მკაცრად გმობს ირანის თავდასხმებს ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, კატარის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და იორდანიის წინააღმდეგ და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რეზოლუცია ასევე გმობს თავდასხმებს საცხოვრებელ უბნებსა და სამოქალაქო ობიექტებზე, მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მოუწოდებს თეირანს, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც საზღვაო ვაჭრობაში ჩარევას ემსახურება.

რეზოლუციის პროექტი ბაჰრეინმა, 135 ქვეყნის თანასპონსორობით წარადგინა.

მსგავსი სიახლეები