მოჯთაბა ხემენეი დაშავებულია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ესმაილ ბაგაი
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხემენეი დაშავებულია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„არ ვიცი მისი პირველი სიტყვით გამოსვლა როდის იქნება“, - განაცხადა ბაგაიმ.
მისივე თქმით, მოჯთაბა ხემენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად განხორციელდა.
„ლიდერის პოზიციაზე სამი თუ ოთხი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, მაგრამ ექსპერტთა ასამბლეის უმრავლესობამ ის აირჩია. ეს იმას ადასტურებს, რომ სისტემა ერთი ადამიანის მიერ არ იმართება“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.