სკოტ ბესეტი: აშშ ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტს კოალიციასთან ერთად განახორციელებს
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესეტის განცხადებით, სამხედრო პირობების გაჩენისთანავე აშშ-ის საზღვაო ძალებმა შესაძლოა საერთაშორისო კოალიციასთან ერთად ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტი უზრუნველყონ. მისი თქმით, ეს მოხდება მაშინ, როცა ვაშინგტონი სრულ კონტროლს დაამყარებს საჰაერო სივრცეზე და ირანის სარაკეტო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეასუსტებს.
ბესეტის განცხადებით, ამ ეტაპზე სრუტეში გემები, მათ შორის ირანული და ჩინური დროშის ქვეშ მცურავი ტანკერები, უკვე გადაადგილდებიან, რაც მიუთითებს, რომ სრუტე დანაღმული არ არის.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა შესაძლოა, საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტი განახორციელონ, როდესაც ეს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი იქნება.
მჯერა, რომ როგორც კი სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი გახდება, აშშ-ის საზღვაო ძალებმა შესაძლოა, საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, გემების ესკორტი განახორციელონ. ეს მაშინ მოხდება, როცა აშშ სრულ კონტროლს მოიპოვებს ცაზე და ირანის რაკეტების აღდგენის შესაძლებლობებს სრულად დააზიანებს.
ფაქტობრივად, ახლა ტანკერები შემოდიან, ირანული ტანკერები. მე მჯერა, რომ რამდენიმე ჩინური დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიც შემოვიდა. ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ მათ სრუტეები არ დაუნაღმავთ, - განაცხადა სკოტ ბესეტმა.