CNN: დუბაიში აფეთქებების ხმები ისმოდა - სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის ახალ თავდასხმებს იგერიებენ

13.03.26 10:04
CNN: დუბაიში აფეთქებების ხმები ისმოდა - სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის ახალ თავდასხმებს იგერიებენ

სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის მხრიდან ახალ თავდასხმებს იგერიებენ - CNN-ის ინფორმაციით, დუბაის ცენტრში აფეთქებების ხმები ისმოდა - როგორც დუბაის მთავრობის მედია ოფისი იუწყება, თავდასხმის შედეგად ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა მცირედ დააზიანა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. დღეს დილით სირენების ხმა ისმოდა ბაჰრეინშიც.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ათობით დრონი მოიგერია, რომელთაგან ბევრის სამიზნე ქვეყნის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილები იყო.

 

მსგავსი სიახლეები