ზელენსკი რუმინეთში იმ სამხედრო ბაზაზე მივიდა, სადაც უკრაინელი პილოტები F-16-ების მართვას სწავლობენ
ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთშია - ომში მყოფი პრეზიდენტი იმ სამხედრო ბაზაზე მივიდა, სადაც უკრაინელი პილოტები F16-ების მართვას სწავლობენ.
შეხვედრისას ზელენსკიმ თქვა, რომ პირველი პილოტი ამ ცენტრში ორი წლის წინ გადაამზადეს და დღეს ის უკვე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საბრძოლო დავალებებს ჰაერიდან ასრულებს.