ერაყში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეკიპაჟის 4 წევრი ემსხვერპლა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის თქმით, გუშინ ერაყში ჩამოვარდნილი KC-135 Stratotanker-ის ტიპის საწვავგამმართველის ჩამოვარდნის ფონზე, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 6 წევრიდან 4-ის გარდაცვალება დადასტურებულია, სამაშველო სამუშაოები კი გრძელდება.
ინციდენტის გარემოებები შესწავლის პროცესშია. თუმცა, თვითმფრინავის დაკარგვა არ ყოფილა გამოწვეული მოწინააღმდეგის ან მოკავშირე მხარის ცეცხლით. სამხედრო მოსამსახურეების ვინაობა არ გასაჯაროვდება მანამ, სანამ ოჯახის წევრების ინფორმირებიდან 24 საათი არ გავა”,- ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.
დასავლეთ ერაყში ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - Reuters-ის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო.
დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად“ ჩამოაგდეს.