თურქეთის თავდაცვის უწყება: ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს

13.03.26 15:12
თურქეთის თავდაცვის უწყება: ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს

ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შედიოდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ელემენტებმა გაანეიტრალეს.

ირანიდან გაშვებული ბალისტიკური საბრძოლო საშუალება, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ საფრთხეზე ყველა აუცილებელი ზომა მიიღება სწრაფად და მტკიცედ. მომხდარი ინციდენტის ყველა დეტალის დასაზუსტებლად მიმდინარეობს კონსულტაციები შესაბამის ქვეყანასთან.

რეგიონში მიმდინარე ყველა განვითარებას მუდმივად ვაკვირდებით და ვაფასებთ, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი პრიორიტეტით, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები