ირანში დღეს მასობრივი მარში გაიმართა - მსვლელობას ლიდერებიც შეუერთდნენ

13.03.26 17:48
ირანში დღეს მასობრივი მარში გაიმართა - მსვლელობას ლიდერებიც შეუერთდნენ

დღეს თეირანში და ქვეყნის სხვა ქალაქებში გაიმართა მასობრივი მარში „ალ-კუდსის დღის“ აღსანიშნავად. ეს არის ყოველწლიური აქცია, რომელიც პალესტინელების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან სოლიდარობას და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერებს ეძღვნება. ღონისძიება 1979 წელს აიათოლა ხომეინიმ დააწესა.

ირანის რეჟიმის გადარჩენილი ლიდერები მიწისქვეშა ბუნკრრებიდან ამოვიდნენ და ქუჩებში მათ მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობაში დემონსტრაციულად მიიღეს მონაწილეობა.

მიუხედავად იმ ბარბაროსული თავდასხმებისა, რომელსაც სიონისტური რეჟიმი და ამერიკა დღესაც ახორციელებს, ჩვენ ვხედავთ მილიონიანი ხალხმრავლობას. ეს არ ხდება მხოლოდ თეირანში, არამედ ყელა ქალაქში. ეს არის ირანელი ხალხის მტკიცე ნების და გადაწყვეტილების გამოხატულება, მხარი დაუჭირონ ისლამურ რესპუბლიკას, პალესტინასა და იერუსალიმს, ასევე ყველა იმ იდეალს, რომელსაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში მივსდევდით. ჩვენ ამ გზას იმავე ენერგიით და სიმტკიცით გავაგრძელებთ. საბოლოოდ, ვაიძლებთ ჩვენს მტერს, აღიარონ ირანელი ხალხის ძალა. ნავთობის ფასები მართლაც მზარდია, ეს არის ამერიკისა და ისრაელის ქმედებების შედეგები ჩვენს რეგიონში. სწორედ მათ შეუქმნეს რეგიონს ეს პრობლემები და სწორედ მათ მოუწევთ ამაზე პასუხისმგებლობის აღება, - თქვა დღეს ირანის პრეზიდენტმა. 

სწორედ ამ მასობრივი მსვლელობის დროს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანზე დარტყმა მიიტანეს. აფეთქება მოხდა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

მსგავსი სიახლეები