დოჰას ცენტრალურ რაიონში ევაკუაცია განხორციელდა
დოჰას ცენტრალურ რაიონში ევაკუაცია განხორციელდა - როგორც კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ევაკუაცია უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა საფრთხეზეა საუბარი. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, ღამისა და დილის განმავლობაში ორი რაკეტა ჩამოაგდეს.
მედიის ცნობით, ევაკუაციის მიზანია იმ ადგილების დაცვა, სადაც ამერიკული ეკონომიკური ინტერესებია კონცენტრირებული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ისინი იერიშების „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ მოიხსენია.
თვითმხილველების თქმით, ადამიანებს სასწრაფოდ მოუწიათ მიწისქვეშა ავტოსადგომებში გადასვლა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ Microsoft-ის კატარის ოფისთან დამატებითი დაცვა განალაგეს.