აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს - ტრამპი

14.03.26 12:05
აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს.

ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ისა და ისრაელის მიზნები „ოდნავ განსხვავებულია“.

„ვფიქრობ, შეიძლება ისინი ოდნავ განსხვავებული იყოს. ის [ისრაელი] ჩვენგან განსხვავებული ქვეყანაა“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ირანს შეთანხმების მიღწევა სურს“.

„ფეიკ ნიუს“ მედია არ აშუქებს, თუ რამდენად კარგად იმუშავა აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ, რომელიც ბოლომდე დამარცხებულია და შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ არა ისეთი შეთანხმების, რომელსაც მე მივიღებდი“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მსგავსი სიახლეები