Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროების ალ-ფუჯაირას პორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
არაბთა გაერთიანებული საამიროების ალ-ფუჯაირას პორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - როგორც Reuters-ი იუწყება იერიშის შედეგად პორტში ხანძარი გაჩნდა.
გამოცემის ცნობით, თავდასხმის შემდეგ პორტში გემებზე ნავთობის გადაზიდვის ოპერაციების ნაწილი შეჩერდა.
ხანძრის ჩაქრობას სახანძრო სამსახური ცდილობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.