ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

14.03.26 14:23
ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.

Associated Press-ის ინფორმაციით, რაკეტა ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანზე ჩამოვარდა, ხოლო „ფრანს-პრესი“ წერს, რომ თავდასხმა დრონით განხორციელდა.

დარტყმის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

„ესოშიეთედ პრესი“ წერს, რომ ეს შენობა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ერაყში მოქმედი პროირანული ჯგუფების სარაკეტო თავდასხმების სამიზნე.

მსგავსი სიახლეები