აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-მა ირანის კუნძულ ხარქზე 90-ზე სამხედრო სამიზნეს დაარტყა
აშშ-მა ირანის კუნძულ ხარქზე 90-ზე სამხედრო სამიზნეს დაარტყა - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.
ამ თავდასხმის დროს განადგურდა საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების საწყობი ბუნკერები და მრავალი სხვა სამხედრო ობიექტი, წერს აშშ-ის სარდლობა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ირანის ხარგის კუნძულის მასობრივი დაბომბვის ამსახველ მცირე ვიდეოეპიზოდს დონალდ ტრამპიც აქვეყნებს.
ავიაიერიშების აღმნიშვნელ პატარა მონაკვეთზეც კი მკაფიოა ავიადარტყმების ის მასშტაბი, რომელიც აშშ-ს სტრატეგიული ბომბდამშენების მოქმედების შედეგად მიადგა მოლების რეჟიმის სამხედრო ინფრასტრუქტურას, რომელიც ერთგვარად იცავდა ქვეყნის ეკონომიკის, ნავთობის მთავარ საექსპორტო ჰაბს…
იერიშები განხორციელდა საჰაერო თავდაცვის სისტემებზე და საბრძოლო მასალის მიწისქვეშა საწყობებზე, რომელთა გასანადგურებლად ბუნკერგამტანი ავიაბომბები იქნა გამოყენებული.