ზელენსკი: რუსეთი ირანს „შაჰედის“ დრონებს აწვდის, რომლითაც დარტყმები აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ხორციელდება

15.03.26 10:07
ზელენსკი: რუსეთი ირანს „შაჰედის“ დრონებს აწვდის, რომლითაც დარტყმები აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ხორციელდება

რუსეთი ირანს აწვდის „შაჰედის“ ტიპის უპილოტო დრონებს, რომლებიც აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენება, — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, დადასტურდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს გადასცემდა სადაზვერვო მონაცემებს ამერიკული სამხედროების განლაგებისა და ობიექტების შესახებ, რათა თეირანს მათზე თავდასხმა შეძლებოდა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ასეთი ქმედებისთვის „გამართლებაც“ მოძებნა.

„ჩემმა დაზვერვამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ რუსები ირანულ რეჟიმს უზიარებენ სადაზვერვო მონაცემებს და ეხმარებიან მათ... ასევე ჩემმა დაზვერვამ მითხრა, რომ ისინი ამბობენ: თუ ევროპასა და აშშ-ს შეუძლიათ ამ ომში უკრაინას დაეხმარონ სადაზვერვო მონაცემებით, მაშინ რუსეთსაც შეუძლია დაეხმაროს ირანულ რეჟიმს. ასეთია მათი პოზიცია ამ საკითხზე,“ — განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „100%-ით სიმართლეა“, რომ ირანმა რუსეთში წარმოებული „შაჰედის“ დრონები გამოიყენა ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ შეტევებისთვის.

„ისინი იყენებენ ირანულ ლიცენზიებს, რომლის საფუძველზეც აშენდა და წარმოებული იქნა დიდი რაოდენობით დრონი. შემდეგ ისინი გადასცეს. მე მაქვს 100%-იანი ფაქტები, რომ ირანულმა რეჟიმმა ეს დრონები გამოიყენა ამერიკული ბაზებისა და ირანის ახლო აღმოსავლელი მეზობლების წინააღმდეგ,“ — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ირანულ დრონებში გამოყენებული ზოგიერთი დეტალი რუსული წარმოებისაა.

მსგავსი სიახლეები