ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

15.03.26 10:26
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით, 2026 წლის 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ საბჭოს პრესსამსახური იტყობინება.

გადაწყვეტილება ეხება დაახლოებით 2 600 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევაში.

სანქციები მოიცავს მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას და ფინანსური ან სხვა ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას.

 

მსგავსი სიახლეები