ტრამპი არ გამორიცხავს, რომ მოჯთაბა ხამენეი ცოცხალი აღარ იყოს

15.03.26 16:56
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ მოჯთაბა ხამენეი ცოცხალი აღარ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეჭვი გამოთქვა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი შესაძლოა ცოცხალი აღარ იყოს.

„არ ვიცი საერთოდ ცოცხალია თუ არა. ჯერჯერობით ვერავინ აჩვენა იგი… მესმის ხმები, რომ შესაძლოა ცოცხალი აღარ არის. თუ ის ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც ძალიან გონივრული თავისი ქვეყნისთვის — კერძოდ, დანებდეს“, — განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ირანში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცოცხლები არიან და მომავალში ქვეყნისთვის დიდ ლიდერებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ.

მსგავსი სიახლეები