რუსეთის საჰაერო სივრცეში 300 -მდე უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა - მოსკოვი მეორე დღეა დრონების შეტევის ქვეშაა

16.03.26 10:50
რუსეთის საჰაერო სივრცეში 300 -მდე უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა - მოსკოვი მეორე დღეა დრონების შეტევის ქვეშაა

რუსული სამხედრო ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, 15 მარტს რუსეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 300 უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა. როგორც Telegram-არხი УНИАН იუწყება, დრონების შეტევის ქვეშ უკვე მეორე დღეა იმყოფება მოსკოვიც.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მხოლოდ კვირას დედაქალაქთან ახლოს 40 დრონი იქნა ჩამოგდებული, თუმცა ზოგიერთი რუსული გამოცემა ამტკიცებს, რომ მათმა რაოდენობამ 100-საც გადააჭარბა. სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება დაუდასტურებელი კადრები, სადაც თითქოს კრემლის გარშემო დრონების საწინააღმდეგო მობილური საცეცხლე ჯგუფებია განლაგებული.

დაზიანებებისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.