კუბაზე ეროვნული ელექტროქსელი გაითიშა - დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

16.03.26 23:44
კუბაზე ეროვნული ელექტროქსელი გაითიშა - დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

კუბაზე ეროვნული ელექტროქსელი გაითიშა, შედეგად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორის UNE-ის განცხადებით, ისინი გათიშვის მიზეზს იძიებენ. 

გამოცემა წერს, რომ იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელიდან კუბაზე ნავთობის ექსპორტი აკრძალა და ტარიფების დაწესებით დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობს მიჰყიდის. 

კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა პარასკევს განაცხადა, რომ კრიზისის განმუხტვის მიზნით აშშ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო. ამასთან, ტრამპმა ბოლო კვირების განმავლობაში განაცხადა, რომ კუბა კოლაფსის პირასაა და შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მიღწევა სურს.

მსგავსი სიახლეები