1 დაღუპული და 10 დაშავებული - ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს
გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
„მტრის დარტყმა ერთ-ერთი ლოგისტიკური ოპერატორის ტერმინალის ტერიტორიაზე განხორციელდა. შეტევის დროს ადგილზე მუშაობდა 7 თანამშრომელი,“ — აღნიშნა მან.
მაღალჩინოსნის თქმით, ექვსმა ადამიანმა კონტუზია მიიღო, ექიმების თქმით, კიდევ ორი ადამიანის მდგომარეობას საშუალო სიმძიმისაა. ასევე, ფედოროვმა განაცხადა, რომ მთლიანობაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ათი კი დაშავდა.
აღინიშნება, რომ დღის განმავლობაში მიღებულია 81 შეტყობინება საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და ავტომობილების დაზიანების შესახებ.