ჩვენ არაფრის გვეშინია - ზელენსკი ირანის მუქარებს პასუხობს

17.03.26 10:03
ჩვენ არაფრის გვეშინია - ზელენსკი ირანის მუქარებს პასუხობს

უკრაინას ირანის მუქარის არ ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ i24news-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მისთვის ახალი არ არის და ქვეყანა ასეთ პირობებში უკვე წლებია ცხოვრობს.

„ახალი არაფერია. ამ ოთხი წლის განმავლობაში მრავალი სხვადასხვა შეტყობინება მოვისმინე. ჩვენ ასეთი შეტყობინებების არ გვეშინია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სულ მცირე ოთხი, მაგრამ ძირითადად 12 წელია, ყოველდღიურად ვცხოვრობთ ასეთ ცნობებთან ერთად. ასე რომ, ჩვენთვის ეს სიახლე არ არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება, მათ შორის დრონების მიმართულებით — ახლო აღმოსავლეთში ჩამოგდებულ „შაჰედში“ რუსული კომპონენტების აღმოჩენის გამო.

მანამდე ირანში განაცხადეს, რომ უკრაინის მხრიდან ისრაელისთვის დახმარება შეიძლება ქვეყნისთვის სარაკეტო დარტყმების საფუძველი გახდეს.