მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები - ჩინეთი ჰორმუზის სრუტის საკითხზე

17.03.26 10:22
მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები - ჩინეთი ჰორმუზის სრუტის საკითხზე

„მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაცია" - ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე წყლებში განვითრებულ პროცესებს ჩინეთი ეხმაურება.

ქვეყნის საგარეო უწყება აცხადებს, რომ განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ვაჭრობაზე, ამიტომ მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ.

ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე წყლებში ბოლოდროინდელმა დაძაბულმა ვითარებამ ზეგავლენა მოახდინა საქონლითა და ენერგორესურსებით საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტზე, მოშალა მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში და მის მიღმა.

ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები, თავიდან აიცილონ დაძაბული ვითარების შემდგომი ესკალაცია და რეგიონული არეულობა, რაც უფრო მეტ ზეგავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ძიანმა.